Friday 8 February 2013

განათლების დონის გაუმჯობესების სტრატეგია


საქართველოში რამოდენიმე ასეული სკოლაა და ყველას კარგად ესმის რომ სწავლების ხარისხის გაზრდას მასწავლებლების გადამზადებით ძალიან დიდი დრო და დიდი რესურსი სჭირდება, მითუმეტეს, რომ პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. არადა სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველასათვის ძალიან ცხადია (სხვა შემთხვევაში არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამაღლება იქნება რეალურად შესაძლებელი).
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად მოხდეს განათლების დონის ამაღლება ეს არის დისტანციური სწავლების განვითარება რომელიც სპეციალური სკოლების (კომაროვი, ვეკუა), ამ მიზნით შექმნილი საუნივერსიტეტო ჯგუფების ან განათლების სამინისტროში ჩამოყალიბებული სამსახურების ბაზაზე შეიძლება მოხდეს.
მაგალითად კომაროვის სკოლა, რომელსაც აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ შეიმუშაოს კლასების მიხედვით სპეციალური მომზადების პროგრამა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მათემატიკით, ფიზიკით, ინფორმატიკით და ქიმია-ბიოლოგიითაც კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული ბავშვებისთვის დამატებით თეორიულ მასალას და ამოცანების ნაკრებს. ბავშვი რეგისტრირდება და ყოველთვიურად იღებს თეორიული მასალის პაკეტს, მაგალითების გარჩევებს და ამოსახსნელ მაგალითებს, ხსნის ამ ამოცანებს და პასუხებს აგზავნის უკან რის შემდეგაც იღებს პასუხს და ახალ დავალებას.
დავალებების და მათზე პასუხების გაცვლა გამოცვლა შესაძლოა ხდებოდეს ინტერნეტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ბანკების ფილიალების ან პოლიციის განყოფილებების მეშვეობითაც კი.
ამ სიახლის დანერგვით ბავშვები, რომლებსაც გამორჩეული ინტერესი ექნებათ ამა თუ იმ საგნის მიმართ შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ერთ დონეზე იყონ მათივე თანატოლებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი მასწავლებლების უმთავრეს ამოცანად კი მათთვის ამა თუ იმ საგნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გაღვივება დარჩება.  
გარკვეულ მცირე გადასახადს (მა.: 5 ლარს-ერთი თვის მასალაზე) აღნიშნული პროქტი მომგებიანი შეუძლია გახადოს ან მნიშვნელოვლანად შეამციროს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა ამ მიმართულებით.

No comments:

Post a Comment