განათლების დონე საქართველოში
Friday 8 February 2013
გაუნათლებლობის გამომწვევი მიზეზები
გაუნათლებლობის გამომწვევი მიზეზებიადან აქტუალურია:
1. მოზარდების და ახალგაზრდების კომპიუტერტან დიდი დროის ნაწილის გატარება.
2. სკოლებში მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია, განათლების დაბალი დონე მასწავლებლებში, არასათანადო სიმკაცრე და მთხოვნა.
მოზარდების და ახალგაზრდების კომპიუტერზე მიჯაჭვულობა
დავიწყოთ მარტივად სანამ კომპიუტერი შეიქმნებოდა ჩვენი წინა თაობები საიდან იღებდნენ ცოდნას ან რა გასართობი ჰქონდათ?, 1455 წლამდე სანამ გუტენბერგი საბეჭდ დაზგას შექმნიდა წიგნებს ხელით წერდნენ რაც ძალიან ძნელი საქმე იყო მაგრამ იმ დროინდელი საზოგდოება (აქ ლაპარაკი მაქვს ვინც წერა–კითხვა იცოდა) აქტიურად ეცნობოდნენ იმ დროინდელ ლიტერატურას და ძალიან პოპულარბით სარგებლობდა წიგნი , რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია რომ კომპიუტერი წიგნზე მაღლა დგას ახალგაზრდა თაბოაში (ჩემს თაობაში :D) ისინი მეტ უპირატესობას ანიჭებენ კომპიუტერს მაგალითად კი ის მოჰყავთ რომ კომპიუტერით ცოდნას იძენენ, ხალხთან ურთიერთობენ და ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ ახლა კი დავფიქრდეთ რატომ არ შეგვიძლია წიგნით ეს გავაკეთოთ წიგნით ხომ ცოდნასაც ვიღებთ და მეტ ნაკლებად დროც გაგვყავს ხალხთან ურთიერთობა კომპიუტერის გარეშეც შეგვიძლია, მე იმას არ ვამბობ რომ კომპიუტერი არანაკლებ საჭირო ნივთია, მაგრამ წიგნზე მაღლა არ უნდა იდგეს. მე ისიც ძალიან მომწონს რომ პირველ კლასელებს კომპიუტერები დაურიგეს და სწვალება გაუხალისეს რაც ძალიან კარგია. ნუ ეს ჩემი აზრია რომ წიგნი კომპიუტერს სჯობს და მეტ უპირატესობას ამ ორი საგნიდან წიგნს ვაიჭებ. ახლა კი თქვენ დაგისმევთ კითხვას წიგნი თუ კომპიუტერი?
სკოლებში სწავლის დაბალი დონე
|
განათლების დონის გაუმჯობესების სტრატეგია
საქართველოში რამოდენიმე ასეული სკოლაა და ყველას კარგად ესმის რომ სწავლების ხარისხის გაზრდას მასწავლებლების გადამზადებით ძალიან დიდი დრო და დიდი რესურსი სჭირდება, მითუმეტეს, რომ პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. არადა სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველასათვის ძალიან ცხადია (სხვა შემთხვევაში არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამაღლება იქნება რეალურად შესაძლებელი).
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად მოხდეს განათლების დონის ამაღლება ეს არის დისტანციური სწავლების განვითარება რომელიც სპეციალური სკოლების (კომაროვი, ვეკუა), ამ მიზნით შექმნილი საუნივერსიტეტო ჯგუფების ან განათლების სამინისტროში ჩამოყალიბებული სამსახურების ბაზაზე შეიძლება მოხდეს.
მაგალითად კომაროვის სკოლა, რომელსაც აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ შეიმუშაოს კლასების მიხედვით სპეციალური მომზადების პროგრამა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მათემატიკით, ფიზიკით, ინფორმატიკით და ქიმია-ბიოლოგიითაც კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული ბავშვებისთვის დამატებით თეორიულ მასალას და ამოცანების ნაკრებს. ბავშვი რეგისტრირდება და ყოველთვიურად იღებს თეორიული მასალის პაკეტს, მაგალითების გარჩევებს და ამოსახსნელ მაგალითებს, ხსნის ამ ამოცანებს და პასუხებს აგზავნის უკან რის შემდეგაც იღებს პასუხს და ახალ დავალებას.
დავალებების და მათზე პასუხების გაცვლა გამოცვლა შესაძლოა ხდებოდეს ინტერნეტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ბანკების ფილიალების ან პოლიციის განყოფილებების მეშვეობითაც კი.
ამ სიახლის დანერგვით ბავშვები, რომლებსაც გამორჩეული ინტერესი ექნებათ ამა თუ იმ საგნის მიმართ შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ერთ დონეზე იყონ მათივე თანატოლებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი მასწავლებლების უმთავრეს ამოცანად კი მათთვის ამა თუ იმ საგნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გაღვივება დარჩება.
გარკვეულ მცირე გადასახადს (მა.: 5 ლარს-ერთი თვის მასალაზე) აღნიშნული პროქტი მომგებიანი შეუძლია გახადოს ან მნიშვნელოვლანად შეამციროს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა ამ მიმართულებით.
სიტყვა განათლებიას განმარტება
განათლება - სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის,წარმოების მოთხოვნებით.
განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ პასიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესიკაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი" თუ ,,ობიექტიარამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა -ბავშვი,მოსწავლე.
|
განათლების დონე საქართველოში
როგორია განათლების დონე საქართველოში
განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოში (შედარება)
- ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კანადაში მოსახლეობის 51%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ისრაელში - 46%-ს, იაპონიაში - 45%-ს.
- საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ საქართველოზე 2,1-ჯერ მეტი! მით უმეტეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტების რიცხვი განუხრელად იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ. - უმაღლეს განათლებაზე კანადა მთლიანი შიგა პროდუქტის 7,5%-ს ხარჯავს, ისრაელი - 7,2-ს... რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? - საქართველოში განათლებაზე მთლიანი შიგა პროდუქტის 2,4% გამოიყოფა, მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5-6 პროცენტია; რაც შეეხება საბიუჯეტო ასიგნებებს, განათლების სფეროსთვის ბიუჯეტის 8 პროცენტია გამოყოფილი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 11-12 პროცენტია. როგორია ეს ციფრები სხვადასხვა სახელმწიფოში? საბერძნეთში განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი მთლიან შიგა პროდუქტსა და ბიუჯეტში, შესაბამისად, 3,1% Dდა 6,4%-ია, ლიტვაში - 5,8% და 15,5% და ა.შ. ევროგაერთიანების ქვეყნების ხარჯების ყოველი მეცხრე ევრო განათლებაზე იხარჯება, ჩვენთან კი - მხოლოდ ყოველი მეთორმეტე, ამასთანავე, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობა განათლების ხარჯების მხოლოდ 13 პროცენტს ფარავს, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ია, (!) ყველაზე კატასტროფული ვითარება მეცნიერებაშია, რომელზე დანახარჯიც მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 0,2 პროცენტს შეადგენს. საქართველოში მეცნიერების დაფინანსება რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს, ეს სისტემა, ფაქტობრივად, განადგურებულია და მეცნიერული კვლევის ორგანიზება თავიდან არის აღსადგენი. საიდან უნდა მოვიტანოთ საჯარო თანხები? ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს მმართველობის ორგანოებისა და ძალოვანი სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს დაფინანსება აქამდე, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, 49%-ს მოიცავდა. როცა ევროპულ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, მთავარი მიზანი ევროპული პოლიტიკური წესრიგის, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნება უნდა იყოს, რომლის ქვაკუთხედი მაღალი დონის განათლების მიღების საყოველთაობა იქნება. ეკონომიკის, მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება გააჩენს მოთხოვნას ახალ სპეციალობებზე და არა მხოლოდ იურისტებსა და ფინანსისტებზე, ბანკირებზე. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/63734-ganathlebis-done-saqarthvelosa-da-msoflios-skhvadaskhva-qveyanashi.html#ixzz2JNR2CNOH |
განათლების დონე საქართველოში
მოგეხსენებათ საქართველოში განთლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა, მარტო კითხვის დონის მაჩვენებლები უტოლდება ს.არაბეთის, ირანის და აფრიკის ქვეყნებსაც კი ... პროფესორ_მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავის საგანი საერთოდ არ იციან და სულ არ აღელვებთ მოსწავლის ბედი, ადრე სწავლა ძალდატანებითი მეთოდებით ხდებოდა ხოლმე ეხლა ეგეც აღარ არის *(ალბათ დამეთანხმებით ამაში დიდი როლი შეასრულა განათლების რეფორმებმა) . .
მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის საჭირო თუნდაც იმისთვის რომ მომავალმა თაობამ ხელი მოკიდოს წიგნს და ეზიაროს მას, ანუ იმისთვის რომ გადარჩეს ერი "კომპიუტერიზაციისაგან" (მწარე რეალობაა) [B] რა სახის ლიტერატურა უნდა მიეწოდოს მოზარდ ბავშვს რომ დაინტერესდეს _ თუნდაც აქტუალური თემაზე შედგენილი წიგნი (იშოვება თუ არა დღეს ასეთი წიგნი ჩვენთან , ან იბეჭდება კი საერთოდ ?! ) ... ნუთუ იმის შემდეგ რაც ეს საკითხი დასვა დიდმა ილიამ ოდნავ მაინც არ განვვითარდით და მოვედით აზრზე . .მომყავს ციტატა "ჩვენი ხალხი და განათლება
უმეცრება- აი, უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. თითონ ცხოვრება ხმამაღლა ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გადასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაგებინოთ..ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს. ძალ-ღონს არა ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს მგრამ აი, წელს სეტყვამ გაანადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა.წლის-ნაწვალ-ნადაგი ხელიდამ გამოეცალა.. რა ქნას? ცოდნა მას არ აქვს, ვერც თავის საკუთარ ძალღონეს დანდობია, ვერც სხვისას მინდობია, ვერც ცალკე ძალ-ღონით გასძღოლია.. სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომლისთვის გული შესტკიოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. მოსავალი ფულად უნდა აქციოს, მაგრამ როგორ? აღებმიცემობისა |
კალენდარი
Tbilisi
Subscribe to:
Posts (Atom)