Friday 8 February 2013

ვიდეო მასალა

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=u29aDBei-bE

გაუნათლებლობის გამომწვევი მიზეზები

გაუნათლებლობის გამომწვევი მიზეზებიადან აქტუალურია:
1. მოზარდების და ახალგაზრდების კომპიუტერტან დიდი დროის ნაწილის გატარება.
2. სკოლებში მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია, განათლების დაბალი დონე მასწავლებლებში, არასათანადო სიმკაცრე და მთხოვნა.

მოზარდების და ახალგაზრდების კომპიუტერზე მიჯაჭვულობა

დავიწყოთ მარტივად სანამ კომპიუტერი შეიქმნებოდა ჩვენი წინა თაობები საიდან იღებდნენ ცოდნას ან რა გასართობი ჰქონდათ?, 1455 წლამდე სანამ გუტენბერგი საბეჭდ დაზგას შექმნიდა წიგნებს ხელით წერდნენ რაც ძალიან ძნელი საქმე იყო მაგრამ იმ დროინდელი საზოგდოება (აქ ლაპარაკი მაქვს ვინც წერა–კითხვა იცოდა) აქტიურად ეცნობოდნენ იმ დროინდელ ლიტერატურას და ძალიან პოპულარბით სარგებლობდა წიგნი , რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია რომ კომპიუტერი წიგნზე მაღლა დგას ახალგაზრდა თაბოაში (ჩემს თაობაში :D) ისინი მეტ უპირატესობას ანიჭებენ კომპიუტერს მაგალითად კი ის მოჰყავთ რომ კომპიუტერით ცოდნას იძენენ, ხალხთან ურთიერთობენ და ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ ახლა კი დავფიქრდეთ რატომ არ შეგვიძლია წიგნით ეს გავაკეთოთ წიგნით ხომ ცოდნასაც ვიღებთ და მეტ ნაკლებად დროც გაგვყავს ხალხთან ურთიერთობა კომპიუტერის გარეშეც შეგვიძლია, მე იმას არ ვამბობ რომ კომპიუტერი არანაკლებ საჭირო ნივთია, მაგრამ წიგნზე მაღლა არ უნდა იდგეს. მე ისიც ძალიან მომწონს რომ პირველ კლასელებს კომპიუტერები დაურიგეს და სწვალება გაუხალისეს რაც ძალიან კარგია. ნუ ეს ჩემი აზრია რომ წიგნი კომპიუტერს სჯობს და მეტ უპირატესობას ამ ორი საგნიდან წიგნს ვაიჭებ. ახლა კი თქვენ დაგისმევთ კითხვას წიგნი თუ კომპიუტერი?

სკოლებში სწავლის დაბალი დონე

საქართველოში, სადაც სასკოლო პედაგოგიკა ეფუძნება ტრადიციულ პრაქტიკას, მასობრივი განათლება განიცდის მძიმე კრიზისს. გაკვეთილების ჩვეული სქემები, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მიღებული ურთიერთობები, მოსწავლეთა წარმატების შეფასების დამკვიდრებული პრაქტიკა არ იძლევიან სასურველ შედეგს.
ჩვენი სასკოლო განათლება არაადეკვატურად რეაგირებს თანამედროვეობის გამოწვევებზე და კარგავს თავის პოტენციალს, როგორც სოციალიზაციის უმთავრესი ინსტიტუტი. სკოლაში წარსული გარდაქმნების დაუსრულებლობა წარმოადგენს წინაღობას ხარისხის გაუმჯობესებისათვის. სრულიად ნათელია, რომ საჭიროა სწავლების პროცესის სხვაგვარი ორგანიზება და სხვაგვარი მიდგომა მოსწავლეთა აღზრდისადმი. მთავარი, რაც ყველაზე მეტად უჭირთ ავტორიტარულ რეჟიმში გაზრდილ უფროს თაობას, არის ბავშვების მიმართ პატივისცემა, განსხვავებულობისა და რეალური თავისუფალი არჩევანის უფლებების აღიარება.
ყოველივე ამის შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის წინ წერდა ცნობილი რუსი პედაგოგი ვ. შატალოვი: "პედაგოგიური მეცნიერება სხვადასხვა პოზიციიდან ცდილობს უზრუნველყოს განათლების ახალ შინაარსზე გადასვლა. ფიზიოლოგები ჰიგიენისტები, მეთოდისტები, ფსიქოლოგები და დიდაქტიკოსები სავსებით საფუძვლიანად თვლიან, რომ ნებისმიერ ნორმალურ მოსწავლეს შეუძლია აითვისოს საპროგრამო მასალა ყველა საგანში.
რა მდგომარეობაა სინამდვილეში? შეგვიძლია თუ არა გულწრფელად ვთქვათ,რომ ვართ მზად ყველა სკოლადამთავრებული ვუზრუნველყოთ ღრმა, მყარი ცოდნით. ჯერ კიდევ გუშინ ამ კითხვაზე ყველა მაღალი ტრიბუნიდან დადებითად პასუხობდნენ, დღეს კი სულ უფრო მეტად იხრებიან დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრებისკენ, მორცხვად თანხმდებიან იმაზე, რომ იწყებენ პირველკლასელების დაყოფასაც საშუალოებად, სუსტებად, ძლიერებად და ეს იარლიყები ბავშვებს გაჰყვებათ სკოლის დამთავრებამდე. მხოლოდ ერთი შესწორებით: სწავლების წლების განმავლობაში ძლიერთა ჯგუფი მცირდება, ხოლო ხდება სუსტების ჯგუფის შევსება და ზრდა.
ამ სამწუხარო სტატისტიკას ბოლო დროს გამოუჩდნენ გამმართლებელი თეორეტიკოსები. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში უკვე მუშაობენ არა ერთეულები, არამედ ათასობით მასწავლებლები, რომლებიც ასაბუთებენ და ამტკიცებენ ყველა ჯანმრთელი ბავშვის ბუნებრივ ნიჭიერებას, მისი ბუნებით დაპროგრამირებულ შესაძლებლობას აითვისოს ყველაზე რთული სასკოლო პროგრამა მისთვის კეთილსასურველ სამუშაო რეჟიმში.
დღევანდელი მოსწავლეების ცოდნის დაბალი დონე მხოლოდ შედეგია, მიზეზი კი არის დიდი ხნის დრომოჭმული სწავლების მეთოდიკის არასრულყოფილება. ყველა ბავშვს - ყველას გამონაკლისის გარეშე - შეუძლია წარმატებით აითვისოს საშუალო სკოლის პროგრამის კურსი.
მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა განსხვავებები: ზოგს სჭირდება მეტი გამეორება დამახსოვრებისთვის, ზოგისთვის იოლია ხმოვანი აღთქმა, ზოგისთვის მხედველობითი. არიან მოსწავლეები კარგად განვითარებული ლოგიკური აზროვნებით, რომლებიც იოლად ითვისებენ საბუნებისმეტყველო - მათემატიკური ციკლის საგნებს, მაგრამ არ აქვთ მიდრეკილება ჰუმანიტარული დისციპლინებისაკენ. არიან ღრმად მგრძნობიარე მოსწავლეები კარგად განვითარებული წარმოსახვითი აზროვნებით, რომლებსაც არ უყვართ ტექნიკური საგნები. მოსწავლეები ასევე შეიძლება განსხვავდებოდნენ ფსიქიკური განვითარებით, ცოდნის დონით, მოტივაციით, მასალის ათვისების სისწრაფით.
სწავლება წარმოადგენს ცოცხალ და მუდმივად განვითარებად პროცესს მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ურთიერთწინააღმდეგობებით.
არის ურთიერთწინააღმდეგობა სასწავლო ამოცანებსა და მოსწავლის განვითარების დონეს შორის. თუ დავალების დონე ბევრად აღემატება მოსწავლის განვითარების დონეს, მაშინ ის სავარაუდოდ დარჩება შეუსრულებელი ან შესრულებული არასრულად. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მოსწავლეს დააკარგვინოს სწავლის მოტივაცია. მეორე მხრივ, თუ დავალება აღმოჩნდება ძალზე მარტივი, მაშინ ის არ შეუწყობს ხელს მის განვითარებას, რადგან მიზნის მისაღწევად მას არ დაუხარჯავს საკმარისი ენერგია.
თუ ურთიერთწინააღმდეგობა შეთავაზებულ ამოცანასა და მოსწავლეთა არსებულ შემეცნებით შესაძლებლობებს შორის ისეთია, რომ ძალისხმევის დაძაბვის შემთხვევაშიც კი მოსწავლეების უმრავლესობას კლასში არ შეუძლია დავალების შესრულება და არ შეუძლიათ მისი შესრულება უახლოეს პერსპექტივაში, - ასეთი ურთიერთწინააღმდეგობა არ ხდება სწავლებისა და განვითარების მამოძრავებელი ძალა, ის ამუხრუჭებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებას.
მოსწავლეებში დისტრესს იწვევს მუშაობის აუცილებლობა სხვის ტემპში - სიჩქარით, რომელიც შემოთავაზებულია მასწავლებლების, კლასის მოსწავლეთა უმრავლესობის, და სხვების მიერ. ინდივიდუალური დავალების ხშირი არქონა, რომელიც დიფერენცირებული იქნებოდა მოცემულობით და ტემპით, მუდმივად ქმნის აჩქარების შეგრძნებას. მოსწავლეს უჭირს აიტანოს კლასში მუშაობის მაღალი ტემპი, მუდმივი აქტივობა და იწყებს სტრესული სიტუაციისაგან თავის არიდების გზების ძიებას - ტემპის დაგდებას კითხვებით, "არასაშტატო" ქცევით, დავალების გადაწერით, უარის თქმისათვის მიზეზების ძიებით, დავალების შესრულებაზე უარის თქმით.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დ. კეროლმა და ბ. ბლუმმა შეისწავლეს მოსწავლეთა უნარები ისეთ სიტუაციაში, როდესაც მასალის ათვისების დრო არ იზღუდებოდა და მათი კვლევების მონაცემები დაედო საფუძვლად დაშვებას, რომ სწავლების სწორი ორგანიზებისას, განსაკუთრებით სწავლების ხანგძლივობის მკაცრი ჩარჩოს მოხსნის პირობებში მოსწავლეთა 95%-ს შეუძლია სრულად აითვისოს სასწავლო კურსი.
რა თქმა უნდა შეიძლება ერთნაირად ვასწავლოთ ასეთ განსხვავებულ ინდივიდებს, მაგრამ საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი იქნება დაბალი. სტანდარტული აზროვნების პედაგოგიკის ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი არ არსებობს, გამოსავლის პოვნა შეიძლება მხოლოდ პიროვნებაზე ორიენტირებულ პედაგოგიკაში თავისი ახალი ტექნოლოგიებითა და სწავლების შედეგების შეფასების პროცედურებით.
ზემოაღწერილი პრობლემების გადაწყვეტისათვის დიდი ხანია შემუშავებულია სასკოლო განათლების ახალი ტექნოლოგიები. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, საჭიროა მისი გამოყენების სწავლა.
განათლების პიროვნებაზე ორიენტირებული პარადიგმის რეალიზაციას, მოსწავლის ნიჭის, მიდრეკილებისა და ინტერესების ყოველმხრივ გათვალისწინებას გვთავაზობს დიფერენცირებული სწავლება. დიფერენცირებული სწავლება წარმოადგენს სკოლის მოდერნიზაციის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას, საშუალებას დამყარდეს ოპტიმალური თანაფარდობა საზოგადოების წევრების განათლების პოტენციალზე მოთხოვნილებასა და ყოველი ცალკე ადამიანის პიროვნულ ორიენტაციას შორის. სწავლების დიფერენციაცია თანამრდროვე ეტაპზე არის განათლების დემოკრატიზაციის და ჰუმანიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი.
დიფერენციაციის ლათინურიდან თარგმანი ნიშნავს განსხვავებას, დაყოფას. რა იყოფა სწავლების პროცესში? ხდება მოსწავლეების ცალკეული ჯგუფების გამოყოფა, რომელთა სწავლება მიმდინარეობს განსხვავებულად.
ვინაიდან არ არსებობს დიფერენცირებული სწავლების ყოვლისმომცველი ცალსახა განმარტება, მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს:
სწავლების ორგანიზაციის და მასწავლებელ-მოსწავლის კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ტიპოლოგიური ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობების გათვალისწინება;
სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ხასიათდება შინაარსის, მეთოდებისა და სწავლების ინტენსიურობის ვარიატულობით;
სასწავლო პროცესის ფრონტალური, ჯგუფური და ინდივიდუალური ორგანიზების ოპტიმალური შეთავაზების მეთოდი;
ყოველი მოსწავლის უზრუნველყოფა ჰარმონიული განვითარებისთვის მაქსიმალურად შესაძლებელი პირობებით განათლების შინაარსის არჩევის საფუძველზე და სოციალურ გარემოცვაში კეთილგანმწყობი ატმოსფეროს შექმნით.
დიფერენციაცია არის სასწავლო პროცესის ორგანიზება მოსწავლეთა ჯგუფების დომინირებადი მახასიათებლების გათვალისწინებით, ხოლო ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ყოველი მოსწავლის განსაკუთრებულობის გათვალისწინებას. დიფერენცირებული სწავლება გამოდის, როგორც ინდივიდუალიზაციის პირობა და საშუალება, ხოლო მისი მიზანია ყოველი მოსწავლის მისი შესაძლებლობების და ნიჭიერების დონეზე სწავლება, სწავლების მისადაგება მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების თავისებურებებზე.
დიფერენცირებული სწავლება უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ მთავარ პრინციპებს:
საყოველთაო ტალანტურობა - არ არიან ადამიანები ტალანტის გარეშე, არიან არა თავისი საქმით დაკავებულნი;
ურთიერთ უპირატესობა - თუ ვინმეს რამე გამოსდის უარესად, ვიდრე სხვას, ეს ნიშნავს,რომ რაღაც უნდა გამოუვიდეს უკეთესად. ეს რაღაც საპოვნია;
ცვლილებების გარდაუვალობა - ადამიანზე არც ერთი მსჯელობა არ შეიძლება იყოს საბოლოო.
გამოყოფენ დიფერენცირებული სწავლების ორგანიზების ორ ძირითად ფორმას: შიდა და გარე დიფერენციაცია.
გარე დიფერენციაცია ხორციელდება სკოლებს, კლასებს შორის, ხოლო შიდა დიფერენციაცია ხორციელდება კლასის შიგნით ჯგუფებად დაყოფით.
მიღებულია განვასხავოთ სწავლების დიფერენციაციის ორი ძირითადი ტიპი: პროფილური და დონეების მიხედვით:
პროფელური დიფერენციაცია მიმართულია მოსწავლეთა მიერ არჩეული სპეციალიზაციით განათლების გაგრძლებისკენ, მომავალ პროფესიულ საქმიანობისკენ. ამ შემთხვევაში ძირითადია "საგნობრივი" მიდგომა. გამოიყოფა პროფილების სამი ჯგუფი: ფიზიკა-მათემატიკური, საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ჰუმანიტარული.
სწავლების დიფერენციაცია დონეების მიხედვით გულისხმობს მოსწავლეების მიერ ძირითადი დაგეგმილი შედეგების მიღწევას, და ასევე ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით მოსწავლეთა მიერ განათლების სხვადასხვა დონის მიღწევას მეთოდების, ორგანიზაციული ფორმების, სწავლების საშუალებების გამოყენების გზით (მასალის შესწავლის ტემპის ვარიატულობით; სასწავლო დავალებების და გაკვეთილზე პედაგოგიური საქმიანობის სხვადასხვა სახეების არჩევით, მასწავლებლის მხრიდან დახმარების ხასიათისა და ხარისხის დოზირების განსაზღვრით).
თანამედროვე პედაგოგიკაში სწავლების დიფერენციაცია არ არის ცალსახად შეფასებული. მასში არის დადებითთან ერთად უარყოფითი ასპექტებიც.
დადებითი ასპექტები: გამოირიცხება საზოგადოებისათვის გაუმართლებელი და არამიზანშეწონილი გათანაბრება და გასაშუალება;
მასწავლებელს ეძლევა საშუალება დაეხმაროს სუსტ ბავშვებს;
კლასში ჩამორჩენილთა არყოფნა მოხსნის სწავლების საერთო დონის დაწევის პრობლემას;
ჩნდება ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან, რომლებსაც უჭირთ ადაპტაცია საზოგადოებრივ ნორმებთან;
ხდება ძლიერი მოსწავლეების სურვილის რეალიზება სწრაფად და ღრმად წაიწიონ სწავლაში;
ძლიერებს ემატებათ რწმენა თავიანთ ძალებში, ხდება სუსტების წახალისება სწავლაში წარმატების მიღწევით;
იზრდება მოტივაციის დონე;
ჯგუფში, რომელშიც ერთნაირი ბავშვებია, სწავლა იოლია.
უარყოფითი ასპექტები: ბავშვების დაყოფა განვითარების დონეების მიხედვით არაჰუმანურია;
იზრდება სოციალური სეგრეგაციის გამოვლინება;
საშუალო და სუსტი მოსწავლეები რჩებიან ძლიერ მოსწავლეებზე სწორების შესაძლებლობის გარეშე;
სუსტ ჯგუფებში გადაყვანა ბავშვების მიერ აღიქმება თავმოყვარეობის შელახვად;
დიაგნოსტიკის არასრულყოფილების გამო ზოგჯერ სუსტების ჯგუფში გადაყავთ არაორდინალური ბავშვები;
არასასურველი ემოციური გარემო: ძლიერი მოსწავლეების სნობიზმი და სუსტებში არასრულფასოვნების შეგრძნება;
ქვეითდება მოტივაციის დონე;
კლასების ახლებური დაკომპლექტება არღვევს მოსწავლეთა ჩამოყალიბებულ კოლექტივებს.
დიფერენცირებული სწავლების უარყოფითი შედეგების მაქსიმალური ნეიტრალიზაციისა და სისტემისათვის მეტი მოქნილობის, ადაპტიურობის მიცემისათვის საჭიროა:
- მოსწავლეების უზრუნველყოფა ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობით სწავლების შედეგებისა და განვითარების ტემპის შესაბამისად.
- სხვადასხვა დონეზე სწავლების უზრუნველყოფა მუდმივი ან დროებითი ჰომოგენური ჯგუფების შექმნით ერთი ან რამდენიმე საგნის მიხედვით, ხოლო დარჩენილი საგნების თავიანთ ჩვეულებრივ ჯგუფებში სწავლება.
უცხოური ლიტერატურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოცემულ მომენტში ხისტი დიფერენციაცია ან ლიკვიდირებულია, ან შეიმჩნევა ტენდენცია ამ მიმართულებით.
ვინაიდან ჩვენი ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სასკოლო განათლების რეფორმირებასთან დაკავშირებით, მისივე განცხადებით აქტიურად განიხილავს დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემის მოდელს, ჩვენ შევეცდებით დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი.
სწავლების ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მთლიანად აგებულია დიფერენციაზე. მოსწავლეთა დაჯგუფების განსხვავებული ფორმების არსებობა არ იძლევა საშუალებას ვილაპარაკოთ დიდი ბრიტანეთის სკოლებში დიფერენცირებული სწავლების მიმართ ერთიან მიდგომაზე.
დიდ ბრიტანეთში მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ორგანიზებული იყო გაერთიანებული სკოლები, რომლებშიც მოსწავლეთა 90% სწავლობს. სკოლის სტრუქტურას აქვს სახე: 6%5%2(დაწყებითი სკოლა; ძირითადი, არასრული საშუალო სკოლა; სრული საშუალო სკოლა). სავალდებულო სწავლების ვადა 11 წელია, სწავლას იწყებენ 5 წლიდან. არასრულ საშუალო სკოლაში სწავლა დაწყებიდანვე დიფერენცირებულია. საშუალო სკოლაში სამი წლის სწავლის შემდეგ ხდება მოსწავლეთა განაწილება მათზე, ვინც ისწავლის შედარებით გართულებული პროგრამებით, რომლებიც მიმართულია გამოცდებსა და სწავლის გაგრძელებაზე სრულ საშუალო სკოლაში (დაახლოებით 40%) და მათზე, ვინც არ აპირებს სწავლის გაგრძელებას სავალდებულო სკოლის დამთავრების შემდეგ.
დიფერენციაციის ფორმები "ბენდინგი", "სტრიმინგი", "სეტინგი" და შერეულ ჯგუფებად დაყოფა აშშ-ს მსგავასად ფართოდ გამოიყენება ინგლისურ სკოლებშიც.
"სტრიმინგი" არის უნარების მიხედვით ნაკადებად დაჯგუფების ფორმა. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ბევრად მეტი სხვადასხვა ნაკადი, ვიდრე "ბენდინგის" დროს სამ "ზოლად" დაყოფის შემთხვევაში, რაც იძლევა საშუალებას ჯგუფები იყვნენ უფრო მეტად ერთგვაროვანნი, ვიდრე ზოლებად დაყოფისას.
მოსწავლეების მოთხოვნილებები უფრო ადეკვატურად შეიძლება დაკმაყოფილდეს "სეტინგის" დახმარებით, რომელიც ეფუძნება მოსწავლეების დაჯგუფებას ცალკეულ საგნებში მოსწრებადობის მიხედვით. ერთი და იგივე მოსწავლე შეიძლება მოხვდეს ინგლისური ენის პირველ ჯგუფში და მათემატიკის ბოლო ჯგუფში. "სეტინგი" არის სწავლების შედარებით მოქნილი ფორმა, რადგან ტრიმესტრის ბოლოს სწავლაში მიღწევების მიხედვით მოსწავლე შეიძლება გადაყვანილი იყოს სხვა ჯგუფში. აგრეთვე ერთგვაროვან კლასში გაკვეთილის ჩატარების დროს მასწავლებელს შეუძლია სწავლების ფორმებისა და მეთოდების მოსწავლეთა მომზადებისა და უნარების დონეებთან უკეთესად მისადაგება.
პროფილური სწავლების საფუძვლები სრულადაა გახსნილი უფროს საშუალო სკოლაში. სწავლების ნახევარი დრო განკუთვნილია ეგრეთ წოდებული ბირთვისათვის - ყველასათვის სავალდებულო საბაზო საგნებისათვის. დარჩენილი დრო დაკავებულია არჩევითი სავალდებულო საგნების შესწავლით. არჩევითი საგნები დაჯგუფებულია ბლოკებად, რომლებიდანაც მოსწავლემ უნდა შეარჩიოს ოთხი ხუთი პროფილური საგანი. ყოველ ბლოკში ცალკეული საგნების მიხედვით შეიძლება იყოს რამდენიმე კურსი. ნაკლებად ნიჭიერ მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ ინტეგრირებული კურსები, უფრო ნიჭიერები ირჩევენ ცალკეულ საგნებს. ჩამორჩენილ მოსწავლეებს სთავაზობენ საკორექციო კურსებს. ამგვარად ხდება მოსწავლეთა დაყოფა, როგორც სხვადასხვა საგნების ერთობლივად შესწავლის, ასევე სხვადასხვა დონის სირთულისა და სიღრმის მიხედვით.
დიდი ბრიტანეთის სასკოლო განათლების კრიტიკული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნეგატიურ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა მრავალი სასწავლო პროგრამისა და გეგმების არსებობა, რის გამოც გართულებულია ერთიანი დონის მიღწევა.
სწავლების ადრეული სპეციალიზაცია - თორმეტი წლიდან, და ასევე ღრმა სპეციალიზაცია, როდესაც მოსწავლეები ღებულობენ ღრმა ცოდნას პროფილურ საგნებში არაპროფილური საგნების ზედაპირული შესწავლის ხარჯზე, არ იძლევა საშუალებას მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა მიიღოს სრულყოფილი საბაზო განათლება, რაც იწვევს ინტერესთა სფეროს შევიწროვებას, სხვადასხვა სფეროში პიროვნების გამოვლენის შესაძლებლობების დაქვეითებას.
ბოლო წლებში სასკოლო განათლების ხარისხის საერთაშორისო შედარებითი კვლევების გშტსუა, ზშთფ, ეშქთთ-კ-ის ლიდერები გახდნენ არა დასავლეთის წამყვანი ქვეყნები, არამედ შედარებით პროვინციური ქვეყნები - -აზიის "ვეფხვები", კანადა, ფინეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.
ზშთფ-2009-ის რეიტინგში დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად დათმო თავისი პოზიციები თუნდაც ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ესტონეთი, პოლონეთი და სლოვაკია. ლიდერი გახდა შანხაი (მთელ ჩინეთში გამოკითხვა არ ჩატარებულა), ხოლო ესტონეთი ათეულში მოხვდა. პოლონეთმა,რომელსაც სტაბილურად საშუალო დონეზე დაბალი შედეგები ჰქონდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენად გააუმჯობესა სასკოლო განათლების ხარისხი, რომ მოსწავლეთა ერუდიციით 10 პუნქტით და მათემატიკაში 3 პუნქტით გაუსწრო დიდ ბრიტანეთს, მიუხედავათ იმისა,რომ ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთთან შედარებით ორჯერ ნაკლებ თანხას ხარჯავდა ერთ მოსწავლეზე.
ექსპერტები ასახელებენ შანხაიში სასკოლო განათლების მაღალი დონის შემდეგ გამომწვევ მიზეზებს: ჩინელი ბავშვების მოტივაციის მაღალი დონე; მასწავლებლები ჩინეთში ბოლო დროს გახდნენ პრივილეგირებული ფენა, მათმა ხელფასმა მკვეთრად იმატა; შანხაიში სწავლების ორიგინალური მეთოდების გამოყენების თავისუფლება; ექსპერიმენტული სკოლების სიმრავლე.

განათლების დონის გაუმჯობესების სტრატეგია


საქართველოში რამოდენიმე ასეული სკოლაა და ყველას კარგად ესმის რომ სწავლების ხარისხის გაზრდას მასწავლებლების გადამზადებით ძალიან დიდი დრო და დიდი რესურსი სჭირდება, მითუმეტეს, რომ პროგრამებიც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო დონის. არადა სასკოლო ასაკში განათლების დონის ამაღლება რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა ყველასათვის ძალიან ცხადია (სხვა შემთხვევაში არც საუნივერსიტეტო განათლების დონის ამაღლება იქნება რეალურად შესაძლებელი).
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად მოხდეს განათლების დონის ამაღლება ეს არის დისტანციური სწავლების განვითარება რომელიც სპეციალური სკოლების (კომაროვი, ვეკუა), ამ მიზნით შექმნილი საუნივერსიტეტო ჯგუფების ან განათლების სამინისტროში ჩამოყალიბებული სამსახურების ბაზაზე შეიძლება მოხდეს.
მაგალითად კომაროვის სკოლა, რომელსაც აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ შეიმუშაოს კლასების მიხედვით სპეციალური მომზადების პროგრამა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს მათემატიკით, ფიზიკით, ინფორმატიკით და ქიმია-ბიოლოგიითაც კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინტერესებული ბავშვებისთვის დამატებით თეორიულ მასალას და ამოცანების ნაკრებს. ბავშვი რეგისტრირდება და ყოველთვიურად იღებს თეორიული მასალის პაკეტს, მაგალითების გარჩევებს და ამოსახსნელ მაგალითებს, ხსნის ამ ამოცანებს და პასუხებს აგზავნის უკან რის შემდეგაც იღებს პასუხს და ახალ დავალებას.
დავალებების და მათზე პასუხების გაცვლა გამოცვლა შესაძლოა ხდებოდეს ინტერნეტის, ჩვეულებრივი ფოსტის, ბანკების ფილიალების ან პოლიციის განყოფილებების მეშვეობითაც კი.
ამ სიახლის დანერგვით ბავშვები, რომლებსაც გამორჩეული ინტერესი ექნებათ ამა თუ იმ საგნის მიმართ შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ერთ დონეზე იყონ მათივე თანატოლებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი მასწავლებლების უმთავრეს ამოცანად კი მათთვის ამა თუ იმ საგნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გაღვივება დარჩება.  
გარკვეულ მცირე გადასახადს (მა.: 5 ლარს-ერთი თვის მასალაზე) აღნიშნული პროქტი მომგებიანი შეუძლია გახადოს ან მნიშვნელოვლანად შეამციროს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების მოცულობა ამ მიმართულებით.

სიტყვა განათლებიას განმარტება


განათლება - სოციალური მეცნიერება, შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერებისტექნიკისა და კულტურის,წარმოების მოთხოვნებით.

განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახისკოლაუნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ პასიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესიკაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი" თუ ,,ობიექტიარამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა -ბავშვი,მოსწავლე. 

განათლების დონე საქართველოში


როგორია განათლების დონე საქართველოში

განათლების დონე საქართველოსა და მსოფლიოში (შედარება)
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წლისთვის იმ ქვეყნების საუკეთესო ათეული, რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს, ასე გამოიყურება: კანადა, ისრაელი, იაპონია, აშშ, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი,ფინეთი, ავსტრალია, ირლანდია. ამავე ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უმუშევრობა სხვებზე ნაკლებად ემუქრებათ... რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?
- ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კანადაში მოსახლეობის 51%-ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ისრაელში - 46%-ს, იაპონიაში - 45%-ს. 
- საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ საქართველოზე 2,1-ჯერ მეტი! მით უმეტეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტების რიცხვი განუხრელად იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ. 


sasss


- უმაღლეს განათლებაზე კანადა მთლიანი შიგა პროდუქტის 7,5%-ს ხარჯავს, ისრაელი - 7,2-ს... რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
- საქართველოში განათლებაზე მთლიანი შიგა პროდუქტის 2,4% გამოიყოფა, მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5-6 პროცენტია; რაც შეეხება საბიუჯეტო ასიგნებებს, განათლების სფეროსთვის ბიუჯეტის 8 პროცენტია გამოყოფილი, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი 11-12 პროცენტია. როგორია ეს ციფრები სხვადასხვა სახელმწიფოში? საბერძნეთში განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი მთლიან შიგა პროდუქტსა და ბიუჯეტში, შესაბამისად, 3,1% Dდა 6,4%-ია, ლიტვაში - 5,8% და 15,5% და ა.შ. ევროგაერთიანების ქვეყნების ხარჯების ყოველი მეცხრე ევრო განათლებაზე იხარჯება, ჩვენთან კი - მხოლოდ ყოველი მეთორმეტე, ამასთანავე, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობა განათლების ხარჯების მხოლოდ 13 პროცენტს ფარავს, საქართველოში ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-ია, (!) ყველაზე კატასტროფული ვითარება მეცნიერებაშია, რომელზე დანახარჯიც მთლიანი შიგა პროდუქტის მხოლოდ 0,2 პროცენტს შეადგენს. საქართველოში მეცნიერების დაფინანსება რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს, ეს სისტემა, ფაქტობრივად, განადგურებულია და მეცნიერული კვლევის ორგანიზება თავიდან არის აღსადგენი. საიდან უნდა მოვიტანოთ საჯარო თანხები? ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს მმართველობის ორგანოებისა და ძალოვანი სამინისტროებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს დაფინანსება აქამდე, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, 49%-ს მოიცავდა. როცა ევროპულ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, მთავარი მიზანი ევროპული პოლიტიკური წესრიგის, თავისუფალი საზოგადოების დაფუძნება უნდა იყოს, რომლის ქვაკუთხედი მაღალი დონის განათლების მიღების საყოველთაობა იქნება. ეკონომიკის, მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება გააჩენს მოთხოვნას ახალ სპეციალობებზე და არა მხოლოდ იურისტებსა და ფინანსისტებზე, ბანკირებზე. 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/63734-ganathlebis-done-saqarthvelosa-da-msoflios-skhvadaskhva-qveyanashi.html#ixzz2JNR2CNOH

განათლების დონე საქართველოში
მოგეხსენებათ საქართველოში განთლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა, მარტო კითხვის დონის მაჩვენებლები უტოლდება ს.არაბეთის, ირანის და აფრიკის ქვეყნებსაც კი ... პროფესორ_მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავის საგანი საერთოდ არ იციან და სულ არ აღელვებთ მოსწავლის ბედი, ადრე სწავლა ძალდატანებითი მეთოდებით ხდებოდა ხოლმე ეხლა ეგეც აღარ არის *(ალბათ დამეთანხმებით ამაში დიდი როლი შეასრულა განათლების რეფორმებმა) . . 

მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის საჭირო თუნდაც იმისთვის რომ მომავალმა თაობამ ხელი მოკიდოს წიგნს და ეზიაროს მას, ანუ იმისთვის რომ გადარჩეს ერი "კომპიუტერიზაციისაგან" (მწარე რეალობაა) [B] რა სახის ლიტერატურა უნდა მიეწოდოს მოზარდ ბავშვს რომ დაინტერესდეს _ თუნდაც აქტუალური თემაზე შედგენილი წიგნი (იშოვება თუ არა დღეს ასეთი წიგნი ჩვენთან , ან იბეჭდება კი საერთოდ ?! ) ... ნუთუ იმის შემდეგ რაც ეს საკითხი დასვა დიდმა ილიამ ოდნავ მაინც არ განვვითარდით და მოვედით აზრზე . .მომყავს ციტატა "ჩვენი ხალხი და განათლება
უმეცრება- აი, უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს... ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. თითონ ცხოვრება ხმამაღლა ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გადასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაგებინოთ..ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს. ძალ-ღონს არა ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს მგრამ აი, წელს სეტყვამ გაანადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა.წლის-ნაწვალ-ნადაგი ხელიდამ გამოეცალა.. რა ქნას? ცოდნა მას არ აქვს, ვერც თავის საკუთარ ძალღონეს დანდობია, ვერც სხვისას მინდობია, ვერც ცალკე ძალ-ღონით გასძღოლია.. სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომლისთვის გული შესტკიოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?
ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. მოსავალი ფულად უნდა აქციოს, მაგრამ როგორ? აღებმიცემობისა